2018-11-12 18:40:39
არარსებული ბოტანიკური ბაღის "შესანახად" ზუგდიდის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი განიავდა

3 წლის განმავლობაში არარსებული ბოტანიკური ბაღის მოვლაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ჯამში 325 000 ლარი დახარჯა. 

2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებდა, თუმცა 2018 წლელს ინტერვიუში
 თქვა, რომ ბოტანიკური ბაღის გაშენება გადაიფიქრა.

სანამ ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის გაშენებას გადაიფიქრებდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს ააიპ “განმუხურის ბოტანიკური ბაღი” შექმნა და ბიუჯეტიდან აფინანსებდა. 2016 წელს ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო ააიპ “განმუხურის ბოტანიკური ბაღი”-ს დასაფინანსებლად, 2017 წელს 105 000 ლარი, 2018 წლის ბიუჯეტში კი დაფინანსების რაოდენობა 200 000 ლარით განისაზღვრა.

2016 წელს ა(ა)იპ-მა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 74.1% ხელფასებში დახარჯა, ხოლო 23.7% კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში.

2017 წელს დაფინანსების 92.9%, 94.2 ათასი ლარი, შრომის ანაზღაურებაში დახარჯა, 3.3% (3.3 ათასი ლარი) საწვავის, 2.1% (2.1 ათასი ლარი) კი მივლინებების ხარჯებში. 
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო. სუს-ის მიერ ამ საკითხზე გამოიკითხნენ ცენტრის დირექტორი და ზუგდიდის ყოფილი მერი.

წყაროები: 

1) ბოტანიკური ბაღის პროექტი
https://www.youtube.com/watch?v=q7-nANnI3Qs
2)განცხადება ბოტანიკური ბაღის შექმნაზეhttp://www.livepress.ge/.../16081...
3)განცხადება ბოტანიკური ბაღის გაუქმების შესახებhttps://commersant.ge/.../bidzina-ivanishviliganmuxurshi...
4) 2018 წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4020160?publication=0

5) ინფორმაცია სრულად http://factcheck.ge/.../ganmukhuris-ararsebuli.../...

"ფლანგვის დეტექტორი"

ამავე თემაზე