2018-11-12 18:29:26
გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა ქმნის ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობის დასრულების რეალურ შესაძლებლობას! - არმაზ ახვლედიანი 

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივანი არმაზ ახვლედიანი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს. მისივე განცხადებით,  ვაშაძის გამარჯვება 
სწორედ ამას უკავშირდება და არა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება არჩევნებში ქმნის ავტორიტარული მმართველობის დასრულების შესაძლებლობას. 

"გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა ქმნის ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობის დასრულების რეალურ შესაძლებლობას! ჩნდება ალტერნატიული პოლიტიკური ძალა,რომელიც შეძლებისდაგვარად დააბალანსებს არსებულ რეჟიმს.

ვაშაძის გამარჯვება ჩემთვის, როგორც ბევრი სხვა მოქალაქისთვის,
სწორედ ამას უკავშირდება და არა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას.

გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა აჩენს შანსს,რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესი და ხალხის მოთხოვნების შესაბამისად,შეიქმნას თვისობრივად ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალები,რომლებიც წინა და დღევანდელი მმართველობის ყველა არსებითი შეცდომის გათვალისწინებით და შეუქცევადი დემოკრატიული პროცესის და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებით, შეძლებენ 25 წლიანი ჩაკეტილი წრის გარღვევას და საქართველოს წარმატებულ განვითარებას!,"-აცხადებს არმაზ ახვლედიანი. 

ამავე თემაზე