2018-11-12 17:24:11
„პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში

„პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ -  ამ სახელმწოდების ღონისძიება 2018 წლის 13 ნოემბერს, 15:00-ზე, ქალაქ ქუთაისში გაიმართება (ქ.ქუთაისი, რუსთაველის ქ. 124, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის რეგიონული ოფისი).  შეხვედრის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საზოგადოებრივი  კოლეჯი „სპექტრი“ და  სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“.

ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების შესახებ მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლებაა, ამიტომ  დაგეგმილ ღონისძიებას სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე განხილული იქნება  დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული) პროფესიული განათლების პერსპექტივები საქართველოში, ასევე,  პროფესიულისაგანმანათლებლოდაწესებულებებისადაკერძოსექტორისთანამშრომლობისშედეგები. ღონისძიების მიმდინარეობისას ახლადგახსნილი  სამშენებლოკოლეჯი „კონსტრუქტ2“ მოსწავლეებს  აღნიშნული კოლეჯის მიერ შეთავაზებულ პროფესიულ პროგრამებს გააცნობს. პრეზენტაციის ნაწილში ორგანიზატორები ისაუბრებენ რეალურ ისტორიებზეც -  ინკლუზიური პროფესიული განათლებისა და პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების მიმართულებით.

 

კოლეჯი „სპექტრი“ უკვე 2 თვეა  საინფორმაციო კამპანიის -  „პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება“ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში შეხვედრებს მართავს. აღნიშნული შეხვედრა უკვე 26-ეა, რომელსაც კოლეჯი თანაორგანიზატორებთანერთად კამპანიის განმავლობაში მართავს.

პროფესიული განათლების პოპულარიზაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტია. დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული) სწავლების პროცესში კოორდინატორის ფუნქციის ეფექტურად შესასრულებლად პალატასთან დაფუძნდა დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც კოორდინატორის ფუნქციის შესრულებასთან ერთად, განათლების აღნიშნული მიმართულების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ამიტომ, პალატა აქტიურად უწევს ორგანიზებას პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და ჰქმნის დიალოგის პლატფორმას. 

 

ამავე თემაზე