2018-11-12 09:55:36
პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში (ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. 

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ორსეს მუზეუმში, საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ.

მოგვიანებით კი საფრანგეთის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ,  ელისეის სასახლეში ოფიციალური მიღება გამართეს, რომელსაც მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერმინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები, შევედეთის, შვეიცარიის, ხორვატიის სახელმწიფოების მმართველები.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, ტრიუმფალურ თაღთანაც

საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა მსოფლიო ლიდერების მეუღლეებს ვერსალის სასახლეში სადილზე უმასპინძლა.

სტუმრებმა სასახლე დაათვალიერეს, რის შემდეგაც ოფიციალური სადილი გაიმართა, რომელზეც ბრიჯიტ მაკრონმა მსოფლიო ლიდერების მეუღლეებს სიტყვით მიმართა.


 


 


 

 

ამავე თემაზე