2018-11-12 01:32:44
ბერას ჯვრისწერა და "სვეტიცხოვლის საძმოს" სპეციალური განცხადება

ბერა ივანიშვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ფეისბუქში, გვერდზე "სვეტიცხოველი",  "სვეტიცხოვლის საძმოს" სახლით განცხადება ვრცელდება.

განცხადებაში ნათქვამია რომ ჯვრისწერის დროს ტაძარიდან მლოცველები არ გამოუყრიათ. განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე რომ ჯვრისწერის დრო ტაძარი დახურული იყო და შესასვლელთან დაცვა იდგა.

"11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები.
ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს.
სვეტიცხოველის საძმო."

ამავე თემაზე