2018-11-09 19:41:21
"კეთილი ინებოს, გაიხადოს საბრძოლო საველე ფორმა და განცხადებები ისე აკეთოს" - ნარჩემაშვილი

თუ ვინმეს აქვს სურვილი, მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, კეთილი ინებოს, გაიხადოს საბრძოლო საველე ფორმა, ჩაიცვას სამოქალაქო ტანსაცმელი, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და როგორი განცხადებებიც უნდა ისეთი აკეთოს– აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც გენერალ ჭანკოტაძის გაცხადებას გამოეხმაურა.

„არასოდეს არავის საქართველოში არ დაუყენებია ეჭვქვეშ 2008 წელს სამხედროების გმირობა და მათი თავდადება. აქ პრეტენზიები ეხებოდა იმჟამინდელი პოლიტიკური ელიტის მოქმედებებს და მათ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ომთან მიმართებაში. არავის, მათ შორის დევი ჭანკვეტაძის პირადი გმირობა ან მისი მოქმედებები ეჭვქვეშ არ დაუყენებია. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, როცა სამხედრო მოქმედია ან ყოფილი, საველე ფორმით გამოდის, ეს საზოგადოებაში აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს და იწვევს შეშფოთებას”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

თემა პარლამენტში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გუშინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა წარმომადგენლებმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ განცხადება გააკეთეს. ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე