2018-11-09 18:32:42
"მომავალშიც იქნება ასეთი ინტერვენციები“ - გვენეტაძე 10 მლნ დოლარის შეძენაზე

„ამ ეტაპზე, ზრდა არის კარგი და პროგნოზებიც საკმაოდ კარგია. ინფლაციაც დაბალია. ზოგადად, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორი, ვიდრე გაცვლითი კურსი“, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე ბანკის მიერ დღეს განხორციელებულ ინტერვენციასაც ეხმაურება, რა დროსაც ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეიძინა და ამბობს, რომ ამის მიზანი სავალუტო რეზერვების შევსებაა..

"ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია. მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ, როდესაც ბაზარი საშუალებას მოგვცემს, ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას, რათა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შევავსოთ.
რეზერვების გასაზრდელად მომავალშიც იქნება ასეთი ინტერვენციები“, – განაცხადა გვენეტაძემ.

 

ამავე თემაზე