2018-11-09 18:30:23
საზიანო, მავნებლური და არაკომპეტენტური პოზიცია - ბოკერია ზურაბიშვილის 2 წლის წინ რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს აფასებს 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის 2 წლის წინანდელ ინტერვიუს ეხმაურება. საქმე ეხება ზურაბიშვილის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე უარი არ უნდა ვთქვათ და ეს დათმობა არ იქნება.

პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამ მეთოდს ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად იყენებს. ინტერვიუ რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელებს. ზურაბიშვილმა განცხადება, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებისას გააკეთა. 

„პრაქტიკულად, არ არსებობს ასპექტი ან რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სუვერენიტეტთან, მომავალთან, საერთაშორისო ურთიერთობასთან, გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელშიც ქალბატონ ზურაბიშვილს ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო ან მავნებლური და არაკომპეტენტური პოზიცია არ ჰქონდეს, ყველგან ასე არის, ეს არის მოდუსი ამ პიროვნების და ახლა რამდენიც არ უნდა მოატყუოს მან, სცადოს მოტყუება ამომრჩევლების მეორე ტურის წინ, რომ იცით, ასე არ არის და საოკუპაციო ხაზთან მივა და ა.შ. ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს მისი ფუნდამენტური შეხედულებები და ახლაც იმიტომ ემალება ჟურნალისტებს, რომ საუბრისას თავს ვერ იკავებს და იქაც ყოველთვის კარგად ჩანს, რამდენად სახიფათოა ამ პიროვნების პრეზიდენტობა საქართველოსთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე