2018-11-09 18:22:51
"ლარი რეზერვებთან დაკავშირებული შეთანხმების მძევალი გახდა" - გოცირიძე 10 მლნ დოლარის შეძენაზე

ეროვნული ბანკის მიე, 10 მილიონი დოლარის შესყიდვას, რომან გოცირიძე ეხმაურება და წერს, რომ ეროვნული ბანკი იძულებულია ასე მოიქცეს:

"დღეს ეროვნულმა ბანკმა საოცარი ნაბიჯი გადადგა: გაუფასურებული ლარის პირობებ აუქციონზე 10 მილიონი დოლარი იყიდა, ანუ მიმოქცევაში 27 მილიონი ლარი გაუშავა, ანუ ლარის დასუსტებაზე იმუშავა. აბსურდია ხომ? კი, მაგრამ ამას აქვს თავისი საფუძველი: უცხოური ვალუტის რეზერვებში კლებაა ( საგარეო ვალების მომსახურების გამო), ხოლო სავალუტო ფონდთან არის შეთანხმება წლის ბოლომდე რეზერვების განსაზღვრულ ოდენობამდე შენარჩუნების. ამიტომ, ეროვნული ბანკი იძულებულია ამ მძიმე დროს ამ ფორმით შეავსოს რეზერვები. 
ლარი რეზერვებთან დაკავშირებული შეთანხმების მძევალი გახდა. 
რეზერვები კი ხუთი წლის წინანდელ დონემდე იმიტომაა გაყინული, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ახდენს მის გენერირებას. ამ წუთას ამის მიზეზი ბიუჯეტის ხარჯებში არებული ჩამორჩენაცაა. დაიგვინა ინფრასტუქტურისათვის განკუთვნილმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა დოლარმა, რომლის ნაწილი რეზერვებშიც აისახებოდა. 
აი, ერთი მაგალითი, თუ რა გავლენა აქვს ეკონომიკას და ბიუჯეტს ლარზე." წერს გოცირიძე. 

ამავე თემაზე