2018-11-09 17:44:45
"ნიჩბის დარყმით არავინ მომკვდარა...დაიღუპნენ ასფიქსიის შედეგად" - მეჩითოვი 9 აპრილზე

"ალჯაზირაზე გადის გადაცემა საქართველოზე და იური მეჩითოვი ამბობს რომ 9 აპრილს არავინ არ მოუკლავთ, უჰაერობით დაიხრჩო ხალხიო! ვენაში საქართველოს რომ ნახავ ტელევიზორში და ეს ტექსტი მესმის, არ ვიცი რა ვქნა, მგონი წნევამ დამარტყა!!!

გაცოფებული ვარ!!! ესეიგი წითელი ინტელიგენცია კიდეც "ცვეტშია".... 
სირცხვილი......." - ამის შესახებ "ფეისბუქ" მომხმარებელი ქეთი მაღლაკელიძე წერს.

სკანდალური განცხადების გაკეთებას არ უარყოფს მეჩითოვი:

“მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე და თითქმის ყველა ცნობილი ფოტო, რომელიც 9 აპრილის დღეს არის გადაღებული, მე მეკუთვნის. 9 აპრილი საქართველოსთვის დიდი ტრაგედია იყო, მოხდა ძალადობრივი დაშლა, გამოყენებული იყო გაზი, ასევე ნიჩბები, თუმცა, ნიჩბის დარყმით იქ არავინ მომკვდარა. ვისაც ნიჩაბი მოხვდა, მათ აღენიშნებოდათ დაზიანებები სხეულზე, თუმცა ეს სასიკვდილო არ იყო. დაიღუპნენ ძირითადად, ქალბატონები ჭყლეტვის დროს, ასფიქსიის შედეგად,” – განმარტავს ის “ფორტუნასთან” ინტერვიუში.

მისივე თქმით, დადასტურებულია და ყველა დასკვნაში წერია, რომ ხალხი 9 აპრილს ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

ამავე თემაზე