2018-11-09 16:08:57
"6 სპიკერი, ეს ნიშნავს, 6 მანქანა, 6 კაბინეტი, 6 აპარატი და მილიონობით ლარი"

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და სპიკერატში გადაინაცვლოს, ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობა“ ვიცე სპიკერის თანამდებობის გაუქმებას ითხოვს. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ვიცე-სპიკერობის ინსტიტუტს რეალურად აქვს მხოლოდ ერთი დატვირთვა - შეჭამოს ბიუჯეტი.

„არის პარლამენტში  6 სპიკერი, ეს ნიშნავს, 6 მანქანა, 6 კაბინეტი, 6 აპარატი და მილიონობით ლარი ეხარჯება ერს. ამიტომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს  ვიცე სპიკერი და შეიძლება იყოს, ჯანდაბას ერთი,  ან სხვა შემთხვევაში  პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში რომელიმე კომიტეტის  თავმჯდომარემ შეიძლება შეითავსოს  სხდომის წაყვანა და ურტყას ის თავისი ჩაქუჩი. ამიტომ ეს არის უკიდურესად არაეფექტიანი სამსახური,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე