2018-11-09 15:47:17
ალკოჰოლი, ძვირფასეულობა და საჩუქრები - ქუთაისის მერიამ 62 320 ლარი დახარჯა

2017 წელს ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 230 000 ლარი შეადგინა. "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თანხის ყველაზე დიდი - 62 370 ლარი საჩუქრების შესაძენად დაიხარჯა. შეძენილი საჩუქრებიდან გამორჩეული ადგილი ალკოჰოლური სასმელებისა (15 330 ლარი) და 
ძვირფასეულობას (10 000 ლარი) უკავია. აგრეთვე, ყურადღება მიიქცია შპს “ზარფხანასგან” შეძენილმა მინიატურულმა ლომებმა ( 4 ერთეული), რისთვისაც ბიუჯეტიდან 2354 ლარი დაიხარჯა. 

მხოლოდ საჩუქრებში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 210 სოციალურად დაუცველი პირის ყოველთვიური შემწეობისათვის 1 წლის მანძილზე. წყარო: https://bit.ly/2SWIVHT

"ფლაგვის დეტექტორი"

ამავე თემაზე