2018-11-09 15:11:13
შეზღუდვები ყოფილი სამხედროებისთვის- გენერალ ჭანკოტაძის განცხადების შემდეგ სესიაშვილი შეზღუდვებზე ალაპარაკდა

ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთება და აქტივობა, შესაძლოა, შეეზღუდოთ - აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე ისაუბრეს.

თემა პარლამენტში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გუშინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა წარმომადგენლებმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ განცხადება გააკეთეს. ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

სესიაშვილის კომიტეტში ამბობენ, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობა არჩევნების შემდეგ დაიწყება.

„ამ საკითხზე არა მხოლოდ მოწოდებები უნდა გავაკეთოთ, არამედ ინიციატივები უნდა შევიმუშაოთ. ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, მას შემდეგ, რაც ის დაასრულებს სამხედრო სამსახურს, სარგებლობს ყველა იმ უფლებებით და თავისუფლებებით, რითიც ნებისმიერი ადამიანი, თუმცა რიგ ქვეყნებში შეზღუდულია ამ უფლებით სარგებლობა, თუ ის იყენებს სამხედრო ფორმას. ასეთი პრაქტიკა არის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და ა.შ. მე გთავაზობთ, რომ არჩევნების შემდგომ ეს ინიციატივა მოვამზადოთ. სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეიძლება აღქმული იყოს როგორც განცხადება სამხედრო პირის მხრიდან. ამ ვითარებაში ეს დასაგმობია, მსგავსი რამ დასაგმობია. გაიხადოს ნებისმიერმა მათგანმა ჯარისკაცის ფორმა, ჩაიცვას სამოქალაქო ფორმა და შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება", - განაცხადა სესიაშვილმა. 

 

 

ამავე თემაზე