ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია, შესაბამისად, მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას - განაცხადა პროკურორმა მერაბ მორჩაძის სასამართლოს დასრულების შემდეგ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე დღეს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.
„დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველ ინსტანციაში. მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. იგი ცნობილია დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი. მერაბ მორჩაძე ცნობილია დამნაშავედ სსკ-ს 372-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის. ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია. მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას. აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა
მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საპროცესო გარიგებით, კი მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, მისი მოხდა კი, პირობით ორი წლით გამოსაცდელი ვადით განესაზღვრა