2018-11-09 12:27:25
ზეწოლა ამომრჩევლებზე - „ოცნება“ მოლაპარაკებებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან აწარმოებს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენის მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ვაშაძის თქმით, გაყალბების და ამომრჩეველზე ზეწოლის თავიდან ასარიდებლად გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას კონტრმექანიზმებს დაუპირისპირებს.

„უკვე დადასტურებულად ცნობილი გახდა, რომ პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამით ცდილობენ გარკვეული ზეწოლის და წნეხის მოხდენას ამომრჩეველზე იმისთვის, რომ მობილიზება მოახდინონ,“ - აღნიშნა ვაშაძემ

 

 

ამავე თემაზე