2018-11-09 12:26:01
"ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა...გრიპითაც რომ დაიღუპოს, იმასაც მე ვიბრალებ" - მოკლული გოგონას მამა

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა აცხადებს, რომ დაცვის მხარე ბრალდებულისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ცდილობს.

„ფული გადაუხადა ადვოკატმა და რასაც უნდოდა, იმას დააწერინებდა. ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 109-ე მუხლი 108-თი გადააკვალიფიცირონ. კითხვა დაუსვეს ექსპერტს და მაინც ვერ ათქმევინეს, რომელი ჭრილობა იყო სასიკვდილო, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა, თუ მჭრელი საგნით. ექსპერტმა ამაზე კატეგორიული პასუხი ვერ გასცა. ექსპერტი სასამართლოზე ძალიან ნერვიულობდა, წყალს სვამდა. ვუთხარი კიდეც მას, არასწორი დასკვნისთვის გიჩივლებ-მეთქი... ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ. გრიპითაც რომ დაიღუპოს, იმასაც მე ვიბრალებ, მე მოვაკვლევინე-მეთქი", - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ამავე თემაზე