2018-11-09 12:21:33
არავითარი კრიტიკა და ბესელიას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა- კახიანი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას მიერ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გუნდში საუბარი არ ყოფილა.

"ვერ გეტყვით რას ეფუძვნება ეს ინფორმაცია. ის მშვენივრად ახორციელებს იმ მოვალეობას, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკისრია. რაიმე მსჯელობა ცვლილებებზე გუნდში არ ყოფილა. არავითარი კრიტიკა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით არ ყოფილა, პირიქით, იურიდიული კომიტეტი წარმატებულად ფუნქციონირებს. ვიცე-სპიკერის ერთ-ერთი პოსტი ვაკანტურია ნამდვილად. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა მაღალი პოლიტიკური თანამდებობაა და ასეთი ცვლილება რომც განხორციელდეს, ეს მხოლოს დაწინაურებას ნიშნავს. თუმცა, გუნდში ასეთი მსჯელობები არ ყოფილა", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ეკა ბესელიამ შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. 

 

 

ამავე თემაზე