2018-11-09 10:33:00
საახალწლო განათებებისთვის თბილისის მერია 2 მილიონს დახარჯავს

დედაქალაქის მერია საახალწლო განათებებისთვის  2 მილიონს დახარჯავს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო განათებებისთვის გასულ წელს 3 მილიონი ლარი გამოყო.

შარშანდელის მსგავსად, წელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ის იტალიური კომპანია მონაწილეობდა, რომელთანაც ტენდერი შარშან გაფორმდა. ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ მერია წელსაც ხელშეკრულებას ამ კომპანიასთან გააფორმებს. ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტი“ ავრცელებს.

განათებების დამონტაჟება თბილისში ნაძალადევის რაიონიდან დაიწყო და ეს პროცესი 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამავე თემაზე