2018-11-09 10:12:30
ფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო - არასამთავრობოები საქალაქო სასამართლოს მხრიდან პროცესის ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე უარის თქმას ეხმაურებიან 

ოთარ ფარცხალაძის სასამართლო პროცესის ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებაზე საქალაქო სასამართლოს მხრიდან უარის თქმას, სამოქალაქო სექტორი ეხმაურება. 

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს, რომ სასამართლო და ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მხოლოდ ფორმალობა იყო და მას თავად ბრალდებული არ დასწრებია.

„ბუნებრივია აჩენს ეჭვს, რომ ეს იყო ერთგვარი შეთანხმება, შეთანხმებული მოქმედება სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული აღნიშნული პროცესის საჯაროობა და სხვა პირების დასწრება. როდესაც საუბარია კითხვაზე იმყოფებოდა თუ არა ბატონი ფარცხალაძე სასამართლოში და ესწრებოდა თუ არა სხდომას, ამის უარყოფა ძალიან მარტივად შეუძლია სასამართლოს. ის ჩანაწერები, რომელიც ნამდვილად უნდა არსებობდეს სასამართლოს სხდომის გამოაქვეყნოს და მისცეს მედიას. თუკი ამას სასამართლო არ აკეთებს, ის არა მარტო საჯარო კითხვებს არ სცემს პასუხს, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არსებობს, არამედ შესაძლებელია საკუთარი ქცევით ხელს უწყობდეს სასამართლოს ღიაობის პრინციპის დაცვას,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე