2018-11-09 10:08:02
ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები არჩევნებისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებენ

ქართველ ამომრჩევლებს ნიუ-იორკში რეგისტრაციის პრობლემები შეექმნათ. ემიგრანტების ინფორმაციით, ისინი საკონსულოში საკუთარი მონაცემების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ რის გამოც შესაძლოა საქართველოს ასეულობით მოქალაქემ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ვერ  მიიღოს.

საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულოს უკვე აცნობეს პრობლემის შესახებ, თუმცა ამ დრომდე უცნობია შეძლებენ თუ არა ქართველი ამომრჩევლები ვადის ამოწურვამდე დარეგისტრირებას. როგორც ცნობილია რეგისტრაცია 11 ნოემბერს უნდა დასრულდეს.

„დავარეგისტრირეთ რამდენიმე ასეული ადამიანი და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ წერილი, რომელშიც უნდა იყოს მითითებული არის თუ არა აღრიცხვაზე ესა თუ ის პიროვნება, მათ დაუგვიანდათ. თუკი ამომრჩეველი მიიღებს უარს საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით, უკვე 11 რიცხვამდე აღარ მოესწრება ასეთი ამომრჩევლის დარეგისტრირება და შესაბამისად ვერ მიიღებს ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას. ანალოგიური პრობლემები დაფიქსირდა საბერძნეთში და რომში,“-განუცხადა „კურიერს“ ნიუ იორკში მცხოვრებმა შორენა ლომთაძემ.  

ამავე თემაზე