2018-11-09 09:59:22
საქალაქო ფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო სხდომის ჩანაწერების გასაჯაროებაზე უარს ამბობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ოთარ ფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო სხდომის ჩანაწერების გასაჯაროებაზე უარს ამბობს. 

ოფიციალური მოთხოვნა სასამართლოს "რუსთავი 2"-მა გაუზავნა და სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერი მოითხოვა, რაზედაც სასამართლომ მათ უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რისი გასაჯაროების უფლებაც მათ არ აქვთ.

​ამის შემდეგ „კურიერმა“ სასამართლოს 5 ნოემბრის პირველი და მეორე სართულების დერეფნების ჩანაწერები გამოითხოვა, რაზეც სამაუწყებლო კომპანიას ასევე წერილობითი უარი ეთქვა.

ამ დრომდე უცნობია რა ვითარებაში მოხდა ყოფილი მთავარი პროკურორისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება. დაესწრო თუ არა თავად ფარცხალაძე სასამართლო პროცესს და საერთოდ, ჩატარდა თუ არა ის

ეჭვები ამასთან დაკავშირებით, იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა იმავე დღეს გამოთქვეს, როდესაც ფარცხალაძეს ბრალის წაყენებიდან რამდენიმე საათში გირაო შეეფარდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბრალის წაყენებას, საქმეს სასამართლოსთვის გადაცემასა და აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობას თავის ვადები აქვს. რაფცხალაძის საქმის შემთხვევაში კი ასე სწრაფად ყველა პროცედურის გავლა, ეჭვებს იწვევს.

 

 

ამავე თემაზე