2018-11-08 20:10:13
ქუთაისში რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გახსნილი თეთრი ხიდი ნაწილობრივ გადაკეტილია

ქუთაიში, 3 ნოემბერს საზეიმოდ გახსნილი თეთრი ხიდი, რკინის მესერით ნაწილობრივ გადაკეტილია.

topnews-ის ინფორმაციით, ადგილზე ხიდის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი პირები, ლითონისა და მინის ფილების სილიკონით დამუშავების სამუშაობს ახორციელებენ.

"ხიდი დამთავრებულია, მაგრამ ველურმა ხალხმა გააფუჭა. სილიკონი სულ თითით ამოწიწკნეს. ახლა ისევ იგივე სამუშაოებს ვახორციელებთ. ხიდი დღის ბოლოს გაიხსნება,"- აცხადებს კომპანიის წარმომადეგნელი.

შეგახსნებეთ, რომ თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხიდზე ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.

ამავე თემაზე