2018-11-08 19:36:23
"მგონი, ვაგონში არ არის ნაჯდომი" -"ოცნების" დეპუტატი რკინიგზის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს

"ქართული ოცნების“ დეპუტატი  და სამტრედიის მაჟორიტარი გრიგოლ მიქელაძე პრემიერ-მინისტრს, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის, დავით ფერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს. დეპუტატი ამბობს, რომ ფერაძე რკინიგზის მენეჯერი არ უნდა იყოს, რადგან საკითხში ვერ ერკვევა 

„ვთხოვე ბახტაძე, ეს კაცი ვერ ერკვევა, ელემენტარულად, სამტრედია, რომ არის რკინიგზის კვანძი. საერთოდ, მგონი, ვაგონში არ არის ნაჯდომი და ასეთი კაცი არის რკინიგზის მენეჯერი. ეს კაცი არის სასწრაფოდ გასათავისუფლებელი თანამდებობიდან. დღეს, მე ვთხოვ ამ ტრიბუნიდან მამუკა ბახტაძეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება რკინიგზას და ის კაცი იქნას თანამდებობიდან დათხოვილი,“ - განაცხადა გრიგოლ მიქელაძემ.

სამტრედიის მაჟორიტარი სწორედ რკინიგზის მენეჯმენტის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს მის ოლქში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას.

„სამტრედიაში რატომ წავაგეთ ჩვენ? იმიტომ წავაგეთ, რომ სამტრედია არის რკინიგზელთა ქალაქი, ყველა მესამე ოჯახი არის რკინიგზელი და სამტრედიაში 180-ათასიანი ბაქანი ვერ ავაშენებინე, შემპირდნენ, მომატყუეს,“ - ამბობს გრიგოლ მიქელაძე. 

ამავე თემაზე