2018-11-08 18:19:37
გარდაბანში მასწავლებელი, მე-11 კლასელის სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

მე-11 კლასელი გოგოს სექსუალური შევიწროების ბრალდებით,  გარდაბანში 75 წლამდე მასწავლებელი  დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. 

შსს-მ გამოძიება იძულების, სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

ჩადენილი დანაშაული არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 18 თვემდე ან გამოსასწორებელი ვადით ორ წლამდე.

 

ამავე თემაზე