2018-11-08 18:01:39
ლარის გაუფასურება გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც ოპოზიცია ატარებს - მინისტრი

ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს - ეს განცხადება, ფინანსთა მინისტრმა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ლარი გამყარდება და ეს მოხდება იმაზე სწრაფად ვიდრე ვინმე ელოდება.

„დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის არანაირი აბსოლუტური ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს. ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. უბრალოდ, აქ არის საკითხი იმაზე, რომ ამ ტყუილების მიმართ ვართ თუ არა რეზისტენტული. მოსახლეობა ზუსტად, რამდენადაც რეზისტენტული ვიქნებით ამ სპეკულაციების, ამ სიბინძურის, ამ ტყუილის მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი,“ - განაცხადა მინისტრმა.

ეროვნული ბანკის ბოლო ინფორმაციით, ერთი დოლარის ღირებულება 2.7505 ლარია.

ამავე თემაზე