2018-11-08 17:05:17
არასოდეს არ მითქვამს, რომ საქართველომ დაბომბა საკუთარი ტერიტორიები - ზურაბიშვილი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი დღეს სოფელ ატოცში ჩავიდა და იქ არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მან მედიასთან მოკლე განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში პირველი რასაც გააკეთებს, ეს იქნება ვიზიტი ავღანეთში, როგრც ქვეყნის მთავარსარდლის.

მან ჟურნალისტების კითხვებს მოკლე კომენტარებით უპასუხა და აღნიშნა, რომ არასდროს უთქვამს, რომ საქართველომ დაბომბა საკუთარი ტერიტორია. 

„არასოდეს არ მითქვამს ეს. მე მინდა დღეს გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქარველოს პრეზიდენტი, რომელიც არ დაკარგავს ტერიტორიებს,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველი რასაც ის იზამს ჩავა ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ.

სალომე ზურაბიშვილმა სკანდალური განცხადება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ტვ "პირველის" ეთერში გააკეთა. საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც მხარს მმართველი ძალა უჭერს, ამტკიცებს, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა თავად დაბომბა.

"დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე