2018-11-08 16:35:45
ზურაბიშვილი ატოცშია - „ეს არის ის, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა"

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

„ეს არის ის, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკვილია დღეს, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს, არ აქვს პირობები, რათა მშვიდად იმუშაოს. პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცთან ე.წ. საზღვარს ავლებენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი

 

ამავე თემაზე