2018-11-08 15:29:30
"დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოში არჩევნები არ დანიშნულა არაგამოსასვლელ დღეს. ეს არის ყველა წესის დარღვევა"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არჩევნები  სამუშაო დღეს არ ჩატარებულა და იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურს ცესკო სამუშაო დღეს დანიშნავს, ამას ექნება თავის დანიშნულება- რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ, ემიგრანტებმა:

"ივანიშვილი მგონი მართლა ყველა ზღვარს გასცდა იმიტომ, რომ არასოდეს დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოში არჩევნები არ დანიშნულა არაგამოსასვლელ დღეს. ეს არის ყველა წესის დარღვევა, ეს არის ძალიან უცნაური საქციელი ევროპელებისთვის და გასაგებია რისთვისაც. ახლა მასობრივად რეგისტრირდებიან ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში და მანამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება საქართველოში და ჩვენ მათ მივცემთ საშუალებას უკვე მომავალში ელექტრონულად მისცენ სახლიდან გაუსვლელად,საკონსულოებში რეგისტრირდებიან, მიუხედავად იმისა, რომ კონსულებმა, ელჩებმა, ყველგან მიიღეს დავალება ჩვენი მომხრეები არ დაარეგისტრირონ, ისინი მისცემენ ხმას. ეს არის დამატებით კიდევ 100 ათასი ხმა" აცხადებს სააკაშვილი

ამავე თემაზე