2018-11-08 13:34:22
უახლოეს დღეებში ყველაფერი მასობრივად გაძვირდება

უახლოეს დღეებში ყველაფერი მასობრივად გაძვირდება - ეს განცხადება, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ გააკეთა. 

მან ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესზე და მის თანმდევ შედეგებზე ისაუბრა. 

"შესაძლოა, ეს პროცესი ხვალიდანვე დაიწყოს. ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ფასის შენარჩუნებაზე საუბარი ზედმეტია"- აცხადებს ჭყონია. 

დისტრიბუტორები არ მალავენ, რომ უახლოეს დღეებში სურსათზე ფასი კიდევ გაიზრდება. სამომხმარებლო ბაზარზე არანაკლებ გავლენას ახდენს საწვავის გაძვირებაც, რაც ასევე მზარდია. პირველ რიგში, იმპორტული საქონლის ფასი მოიმატებს, განსაკუთრებით კი მედიკამენტების ღირებულება გაიზრდება.

წყარო: რეზონანსი

ამავე თემაზე