2018-11-08 13:25:18
დახურული შეხვედრები - ფოთში სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

ფოთში სუს-ისა და შსს-ს მაღალჩინოსნები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრები საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურს უკავშირდება.

ფოთში ჩავიდა მაჟორიტარი დეპუტატიც. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ირაკლი ხახუბია არჩევნებთან დაკავშირებულ განხილვებს ადასტურებს, თუმცა არა სუს-თან და შსს-ს თან.

მისი თქმით, ის "ქართული ოცნების" ოფისში პარტიულ აქტივს ხვდება. 

არსებული ინფორმაციით,  ძალოვანი უწყების თანამშრომლებისგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონკრეტულ დავალებებს იღებენ.

ამავე თემაზე