2018-11-08 12:57:39
ლარის კურსი და მოლოდინები - "საარჩევნო პროცესიც მოქმედებს"

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარის გაუფასურების ერთ ერთ მიზეზად მოლოდინებს ასახელებს და ამბობს, რომ მთავრობა კურსის დასტაბილურებას ელოდება. მისივე განცხადებით, ამ პროცესში ჩარევა ვერ მოხდება, რადგან არასდროს მოკლევადიან ჩარევას კარგი ეფექტი არ მოაქვს და შეიძლება ეს უარესადაც აისახოს.

„ლარის კურსთან დაკავშირებით სხვადასხვა მიზეზი გვესმის. ფუნდამენტური ფაქტორები, რაც გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს, არის ექსპორტ-იმპორტის ზრდა, მაჩვენებლები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ ამ მხრივ კარგი პოზიციები გვაქვს. გაცვლითი კურსის დღევანდელი მდგომარეობა არის უფრო მაღალი, ვიდრე უნდა იყოს. გაუფასურება არის მეტი, ვიდრე უნდა ყოფილიყო არსებული მაკროეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. მცურავი კურსის დროს რყევები ხდება ხოლმე. არ ვიცი, რამდენად კავშირშია ამასთან საარჩევნო პერიოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინების ფორმირებაზე მათ შორის საარჩევნო პროცესიც მოქმედებს და ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ და დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კაკაურიძემ.

ამავე თემაზე