2018-11-08 12:51:21
"ყველა სახელმწიფო უწყება რომ გავაუქმოთ და ყველანი სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა"

ყველა სახელმწიფო უწყება რომ გავაუქმოთ და ყველანი სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა- აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირება პენსიის ოდენობის 400 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით აბსურდია. 

„პენსიის 400 ლარამდე გაზრდის რესურსი ბიუჯეტში არ არსებობს. ეს არის არარეალური და აბსურდული დაპირება. დარწმუნებული ვარ, რომ ვკითხოთ, თავადაც არ იტყვიან, რომ ამის გაკეთებას 2019 ან 2020 წლისათვის აპირებენ“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

 

ამავე თემაზე