2018-11-08 10:03:10
დონალდ ტრამპმა აშშ-ს გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჯეფ სეშენსის გათავისუფლების შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

ტრამპი სეშენსს ხშირად აკრიტიკებდა და ღიად აცხადებდა, რომ მისი საქმიანობით უკმაყოფილო იყო.

დაახლოებით ერთი წლის წინ ჯეფ სეშენსმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების საქმის ზედამხედველობაზე უარი განაცხადა, რაც ტრამპთან შეთანხმებული არ იყო.

სეშენსის მოვალეობას დროებით იუსტიციის დეეპარტამენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მეთუ უითეკერი შეასრულებს

ამავე თემაზე