2018-11-07 17:50:05
"ბაზარზე უწესო ფული ტრიალებს"

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით BM.GE-სთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბაზარზე ჭარბი, უწესო ფულია, რომელიც არ უნდა ტრიალებდეს და სწორედ მისი არსებობა იწვევს კურსის ცვლილებას.

"ბაზარზე უფრო მეტი ლარია ვიდრე უნდა არსებობდეს. რის გამოა ეს გამოწვეული, არჩევნებშია შავი ფული თუ თვითონ ტრიალებს უკონტროლოდ, არ ვიცი. ეროვნული ბანკი მკაცრად არეგულირებს სისტემას, უბრალოდ ამ თემის მოწესრიგება ძალიან რთული პროცესია, ამიტომ მათ ნუ დავადანაშაულებთ. აქ სადღაც არის უწესო ფული, რაღაც თანხა ტრიალებს ბაზარზე, რომელიც არ უნდა ტრიალებდეს, ჭარბი ფულია რაღაც მიზეზის გამო. მე ვერ ვიტყვი რა არის მიზეზი, ეს ეროვნულმა ბანკმა უნდა იცოდეს"- განაცხადა ჭყონიამ.

წყარო: http://www.bm.ge

ამავე თემაზე