2018-11-07 17:30:25
ბათუმში სავალუტო ჯიხური გძარცვეს

ძარცვა ბათუმში - რამდენიმე წუთის წინ გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სავალუტო ჯიხურს დაესხნენ თავს. არსებული ინფორმაციით, მძარცველმა ჯიხურიდან რამდენიმე ათასი ლარი გაიტაცა და გაიქცა.

თავდამსხმელს გამვლელები დაედევნენ და მისი დაკავება შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამავე თემაზე