2018-11-07 17:18:40
"შსს მზად არის კალანდიას დასაკავებლად, მაგრამ არ დგამენ ნაბიჯს"

ზაზა სარალიძე „ევროპული საქართველოს“ ულტიმატუმს, რომელიც მათ ხელისუფლებას წაუყენეს და მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შასრულებას ითხოვენ, მიესალმება და ამბობს, რომ ხელისუფლებას არ სურს მკვლელების გამოაშკარავება.

ზაზა სარალიძის თქმით, კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, თუმცა ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„ვნახოთ, დაველოდოთ, რა ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, მაგრამ არანაირი იმედი არ გამაჩნია, რომ დღემდე მაინც ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს. ვიცი, რომ შსს მზად არის კალანდიას დასაკავებლად, მაგრამ არ დგამენ ნაბიჯს. მიხეილ კალანდიას დაჭერა ძალიანაც უნდათ, მაგრამ ვერ დაიჭერენ იქიდან გამომდინარე, რომ ძირი საქმე დაენგრევათ. ამ ნაწილში მირზა სუბელიანს ნამდვილად ვეთანხმები. ასეა, ცდილობს ხელისუფლება, როგორმე ჩემი შვილის მკვლელობის საქმე გადაფაროს, გადაიტანოს სხვა ჭრილში. რა ტალახსაც ისვრიან ჩემ მიმართ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ცდილობენ, არ მისცენ პასუხისგებაში. მიხეილ კალანდია რომ მიეცეს პასუხისგებაში, ჩავთვალოთ, რომ ფაქტობრივად, თვით ივანიშვილმა, რომელმაც ჩემ წინააღმდეგ გააკეთა განცხადებები, იმასაც კი ბოდიში აქვს მოსახდელი არა მარტო ჩემზე, არამედ მთელ საზოგადოებასთან,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

ამავე თემაზე