2018-11-07 16:14:24
მოთხოვნას, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები შესრულდეს, კობახიძე "ამორალურს" უწოდებს - მოზარდების მკვლელობის საქმე

პარლამენტიოს თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს“ ულტიმატუმს, რომ ხელისუფლებამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები შეასრულოს, "ამორალურ განცხადებას" უწოდებს:

„მე დღევანდელი ოპოზიციის ამორალურ განცხადებებზე ვერაფერს ვიტყვი. არ შეიძლება, საუბრობდე რუსი შკლიაროვის მიერ დაწერილი გზავნილებით. ამ გზავნილებს ვერავითარი გამართლება ვერ ექნება. ის სახე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ 11 წლის წინ აჩვენა, არის დღესაც აქტუალური და დღესაც ეს სახე არის სასტიკი და მახინჯი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ამავე თემაზე