2018-11-07 15:59:28
საფრანგეთში ქალმა საავადმყოფოში მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრება

საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკში ქალი საავადმყოფოში ბომბის აფეთქებით იმუქრება. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი La Voix du Nord-ი წერს. 

ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფები არიან მობილიზებული. ახლოსმდებარე ქუჩები გადაკეტილია. არსებული ინფორმაციი ქალმა რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა მოახერხა და მძევლები აიყვანა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ამავე თემაზე