2018-11-07 15:33:46
ჩემი შვილის მკვლელობისა და მასზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ჯერჯერობით წინსვლა არ არის - დოდო გუგეშაშვილი

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობისა და მასზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ჯერჯერობით წინსვლა არ არის.

მისივე თქმით, მომხდარზე საკუთარი დასკვნა ჯერჯერობით არც დამოუკიდებელ ექსპერტებს, მაია ნიკოლაიშვილსა და არც ზაზა ალთუნაშვილს დაუდიათ, რომლებიც საქმეში რამდენიმე კვირის წინ ჩაერთვნენ.

„ჯერჯერობით მუშაობენ და ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, როგორც ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი, ისე ბატონი ზაზა ალთუნაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური დასკვნა დაიდება, რამაც შეიძლება, საქმე ოდნავ მაინც წინ წაწიოს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება თავგამოდებით მუშაობს, ჯერჯერობით, წინსვლა არ გვაქვს“, - აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

ამავე თემაზე