2018-11-07 13:51:20
ბატონ ბიძინას მოვუწოდებ, არჩევნებამდე ბირჟაზე ყოველდღიურად 5-5 მილიონი დოლარი გამოიტანოს, ლარიც გამყარდება - გოცირიძე 

ბატონ ბიძინას მოვუწოდებ, რომ არჩევნებამდე ბირჟაზე ყოვედღიურად 5-5 მილიონი დოლარი გამოიტანოს, ეს სადღაც 20 დღეში 100 მილიონი იქნება - ლარიც გამყარდება - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძღაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა. 

რომან გოცირიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა. დეპუტატმა ხელისუფლებასთან ერთად, ეროვნული ბანკიც გააკრიტიკა. 

"ახლა ლარის გასამყარებლად ძალიან მარტივი და არაორდინალური რჩევა უნდა მივცე - ყოველდღიურად “ბლუმბერგზე“ უცხოური ვალუტა ბანკების მიერ ძალიან მცირე რაოდენობით ივაჭრება. ნუ გგონიათ, რომ რაღაც საშინელი მოცულობებია - ეს არის დღეში დაახლოებით 5-10 მილიონი დოლარი. ამიტომ, ბატონ ბიძინას მოვუწოდებ, რომ არჩევნებამდე ბირჟაზე ყოვედღიურად 5-5 მილიონი დოლარი გამოიტანოს, ეს სადღაც 20 დღეში 100 მილიონი იქნება - ლარიც გამყარდება და ოდნავ წაეშველება მის გაკოტრებულ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეროვნული ბანკი კრუხივით აზის რეზერვებს და არ უნდა ფულის დახარჯვა და ამ შემთხვევაში ივანიშვილი ორმაგ სარგებელს მიიღებს - ერთის მხრივ, პოლიტიკურს და მეორეს მხრივ, გადაახურდავებს ფულს და თავის მშენებლობებს მოახმარს ლარებში. მაგრამ მე ეჭვი მაქვს, ის ამას არ გააკეთებს, რადგან გაუფასურებული ლარი ძალიან აწყობს,"-განაცხადა გოცირიძემ. 

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში 2 ლარსა და 78 თეთრს აღწევს. გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში. ლარის ახალი გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა გუშინ დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში ოფიციალური მონაცემებით თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა და 2.ლარსა და 76 თეთრს მიაღწია.

უწყებამ ლარის რეკორდულ ვარდნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნული ვალუტის პერიოდში, ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა, საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

ამავე თემაზე