2018-11-07 13:44:49
"უთხრეს, არჩევნებამდე დაიმალეო და მარტო ბანერებიდან და პლაკატებიდან რომ ჩანდე ჯობიაო"
“რაც გინახავს ვეღარ ნახავ” რომაა ფილმი, ბოლოს რომ არის “უპატარძლო ქორწილიაო” აი ეგრეა..."- ასე ეხმაურება ალეკო ელისაშვილი იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობს. ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის გადამალა:
"დამალეს პრეზიდენტობის კანდიდატი, გაგიგიათ ასეთი რამე? რამდენი პირი გააღო იმდენი სისულელე დააბრეხვა, ბოლო-ბოლო ეტყობა უთხრეს, არ გამოჩნდე მაინც არჩევნებამდეო, დაიმალეო და მარტო ბანერებიდან და პლაკატებიდან რომ ჩანდე ჯობიაო და როგორც ჩანს ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ გაგიგიათ? ქალი დარბის და დაარბენინებს ჟურნალისტებს. დადექი და რაღაცა მაინც თქვი, რომ დგება ხომ რას ამბობს და…”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები