2018-11-07 12:29:25
ხორავას ქუჩის საქმე და 10 დღიანი ულტიმატუმი - "ევროპულ საქართველოს" პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეაქვს

"ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად 10-დღიან ვადას აძლევს.

ამ საკითხზე „ევროპულმა საქართველოს“ ლიდერებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძის თქმით, პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეაქვთ, სადაც კიდევ ერთხელ მოთხოვნილია რეკომენდაციების შესრულება. მათი თქმით, რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისთვის“ ტესტი იქნება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულდა კვალიფიციური დასკვნა მოამზადა, სადაც ჩანს, ვინ მონაწილეობდა მკვლელობაში, ვინ არ არის დასჯილი, მოქმედი მაღალჩინოსნებიდან ვინ აფარებდა მკვლელებს ხელს და ვის პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი. განვლილი 2 თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ხელისუფლების მხრიდან არ დასჯილა დამატებით არავინ, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა, არ დასჯილა არავინ, ვინც მკვლელებს ხელს აფარებდა. ვხედავთ, ბოლო ორი თვის განმავლობაში მუდმივ შეტევეს ზაზა სარალიძის წინააღმდეგ. მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, ამ ჭრილობას ასეთი გზით და დროში გაწელვით ვერ მოარჩენ. დღეს, როდესაც არჩევნების პირველ ტურში წაგების შემდეგ, მთელი ოცნების რიტორიკა, რომ მათ მიიღეს გაკვეთილი და სიგნალი, რომელიც უკმაყოფილო ამომრჩეველმა გაუგზავნა, ჩვენ კიდე ერთი რეზოლუციის პროექტი შეგვაქვს პარლამენტში, რომელშიც კომისიის რეკომენდაციების შესრულება კიდევ ერთხელ არის მოთხოვნილი. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა იქნება ტესტი „ქართული ოცნებისთვის“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, პარლამენტმა შსს-ს და მთავრ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს, რომ კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. „ევროპული საქართველო“ შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლასაც ითხოვენ.

ამავე თემაზე