2018-11-07 11:10:54
მარიხუანას მოწევის გამო მოსწავლემ გაკვეთილზე გონება დაკარგა

შემთხვევა სოფელი  კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში 30 ოქტომბერს მოხდა, როგორც სკოლის დირექცია აცხადებს მეცხრეკლასელი სკოლის მოსწავლე სკოლაში (ნარკოტიკული თრობის ) მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გაკვეთილზე გონება დაკარგა.

არასრულწლოვანს მარიხუანა  სკოლის ეზოში მყოფმა ე.წ. შავმა ბიჭებმა მოაწევინეს, ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობა გაუარესდა  და გონება დაკარგა, იგივე პირებმა არ მისცეს სკოლის ადმინისტრაციას საშუალება სკოლის მოსწავლე ახლომდებარე საავადმყოფოში გადაეყვანათ ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახებინათ.

როგორც ადგილობრივები ყვებიან სკოლის ადმინისტრაციას ადგილობრივი “შავი გაგების” პირები დაუპირისპირდნენ და დაემუქრნენ ფაქტი არ გაესაჯაროვებინათ. უფრო მეტიც, მაშინ როცა დირექტორმა გადაწყვიტა საკუთარი ავტომობილით გადაეყვანა მოსწავლე საავადმყოფოში, სამედიცინო დახმარებაზე უარი თავად არასრულწლოვნის ახლო ნათესავებმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით განაცხადეს.

წყაროს ინფორმაციით, ფაქტს არ უარყოფს სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, რომელებიც აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და მაღალკლასელებში მარიხუანას მოხმარება გახშირებულია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება მათი მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია.

წყარო: www.resonancedaily.com

ამავე თემაზე