2018-11-07 09:44:27
აშშ-ის შუალედური არჩევნები: წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები, ხოლო სენატში - რესპუბლიკელები ლიდერობენ

ამ დროის მონაცემებით, აშშ-ს შუალედურ არჩევნებში, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ლიდერობენ. მათ 191 სავარძელი აქვთ მოპოვებული, რესპუბლიკელებს კი 177.

რაც შეეხება სენატს, აქ რესპუბლიკელები ლიდერობენ 51 მანდატით. დემოკრატებს კი, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 43 მანდატი აქვთ.

 

ამჟამად აშშ-ს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. იმისათვის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ აღნიშნული სურათი შეცვალოს, შუალედურ არჩევნებში 435-მანდატიან კონგრესში სენატის 51 სავარძელი და წარმომადგენელთა პალატის 218 ადგილი უნდა მოიპოვოს.

შუალედურ არჩევნეგს ქვეყნის  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდ წარმატებად“ მიიჩნევს. ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით კმაყოფილია.

 

ამავე თემაზე