2018-11-06 17:27:02
პროკურატურამ ზაზა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე უარი თქვა

რუსთავის სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმის განხილვა დასრულდა. პროკურატურამ სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე უარი თქვა. 

წინასწარი სასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის დაინიშნა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველზე დააკავეს. ის 28 ოქტომბერს ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა. პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს წინ სამართალდამცველების მხრიდან კარვის გაშლაზე უარის თქმა უძღოდა.

ამავე თემაზე