2018-11-06 17:02:24
"ბიძინამ დაუძახა ოთარს, მოილაპარაკეს- ოთარ საჭიროა შენ იქ მიხვიდე...ბრალს მსუბუქი მუხლით წაგიყენებთ" (ვიდეო)

ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ბრალის წაყენებას ნიკა მელია ეხმაურება. "ენმ"-ს ლიდერი ფარცხალაძესა და ივანიშვილს შორის შეთანხმებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის თვალის ასახვევად ხდება.

"ბიძინამ დაუძახა ოთარს... მოილაპარაკეს, რომ ეხლა ოთარ საჭიროა შენ იქ მიხვიდე , ძნელაძის ყოფილ ქუჩაზე, კამერები გადაგიღებენ და ბრალს უბრალოდ მსუბუქი მუხლით წაგიყენებთ და იქნებ ვიღაც შევიყვანოთ შეცდომაში, რომ არავინ არ არის ხელშეუხებელი, რა მესიჯიც აიტაცეს" აცხადებს მელია.

მისივე თქმით, არავინ არ იცის როდის ჩატარდა სასამართლო პროცესი - "ეს არ იყო შეთანხმების საკითხი ივანიშვილსა და ფარცხალაძეს შორის"?  ამბობს მელია  

ამავე თემაზე