2018-11-06 14:12:21
თბილისში ესტონეთი-საქართველოს ბიზნეს-კონფერენცია გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართაბიზნეს-კონფერენცია:  „ესტონეთი-ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოსსავაჭრო-სამრეწველოპალატა, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საააგენტო - „აწარმოე ესტონეთში“ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო. ღონისძიების მიზანი ქართული კომპანიებისთვის ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა იყო.  ბიზნეს - კონფერენცია  ძირითადად დაეთმო ინდუსტრიული მრეწველობის, IT ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. 

ღონისძიება  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელმადირექტორმა  გიორგი კაჭარავამგახსნეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა  პრეზენტაციები ესტონეთის სტარტაპ ეკო-სისტემის, საერთაშორისო ბიზნესის პერსპექტივებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს გარემოების ერთგვაროვნების შესახებ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ესტონურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში,  ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით თბილისში  2, ტალინში კი  1  ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ბოლო ასეთი ღონისძიება საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კელულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

2018 წლის 9 თვის მონაცემებისშესაბამისად, საქართველოსადაესტონეთსშორისსავაჭრობრუნვაწინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა33%-ითდაგანისაზღვრა9,73 მლნ. აშშდოლარით.ექსპორტიგაიზარდა169%-ითდა5,96 მლნ. აშშდოლარიშეადგინა.

ამავე თემაზე