2018-11-06 12:39:55
ბესელია ირწმუნება, რომ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება, საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება

ეკა ბესელია ირწმუნება, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება, საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება. როგორც ბესელია ამბობს, მისთვის უცნობია რა საქმეზე წაუყენეს ფარცხალაძეს ბრალი და თავადაც პროკურატურის მიერ ინფორმაციის გასაჯაროებას ელოდება.

„არ ვიცი დეტალები, ველოდებით პროკურატურას, რომელიც ინფორმაციას გაასაჯაროებს. ვნახოთ, კონკრეტულად რა ბრალდებაზეა საუბარი. სხვა დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მნიშვნელოვანია რეაგირების ფაქტი. მუდმივად ხდება ასეთი ფაქტების საარჩევნო კალენდართან დაკავშირება, მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას აქვს ვალდებულება რეაგირება მოახდინოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ყველაფრის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კანონის მაღალი სტანდარტით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე