2018-11-06 12:34:17
რუსეთის საფრთხე - "საჭიროა საერთო ევროპული არმიის შექმნა"

საფრანგეთის პრეზიდენტი საერთო ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის. Europe1-თან ინტერვიუს დროს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის საფრთხის გამო, ევროპას „ნამდვილი ევროპული არმია“ უნდა ჰყავდეს, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს და არ იქნება დამოკიდებული აშშ-ზე. მისივე თქმით, საერთო ევროპულმა არმიამ კონტინენტის კიბერ-უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნოს.

„ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპელების დაცვას, თუ საბოლოოდ არ გადავწყვეტთ საერთო ევროპული არმიის შექმნას. ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპა, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს დამოუკიდებლად, აშშ-სარეშე“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა Europe1-ის პირდაპირ ეთერში.

 

ამავე თემაზე