2018-11-06 12:00:28
სიძულვილის ენა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები საარჩევნო კამპანიაში -"საიას" ანგარიში

"საარჩევნო კამპანიის პროცესში სიძულვილის ენის გამოყენება და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა გრძელდება

აგიტაციაში აქტიურად არიან ჩართულები სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები. კერძოდ:

ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი

კამპანიაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილიც" ამის შესახებ ნათქვამია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. 

"საიას" განცხადებით, კაპმანია აქტიურად მიმდინარეობს და ამ პერიოდში იკვეთება როგორც უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები აქტიურად მონაწილეობენ კამპანიაში, ასევე კვლავ გრძელდება საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება.

საია  საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართონ საარჩევნო კამპანია და საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ,  რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების  შემცველი განცხადებები;

ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეისწავლოს  უკანონო აგიტაციის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ვრცლად

ამავე თემაზე